საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აღმოაჩნდა ამ დარგის უფრო მაღალი ექსპერტიზა, ვიდრე ამ დარგის ექსპერტებს.
სერგეენკომ აღნიშნა, რომ კოშმარულ სიზმარშიც არ სურს, მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი გარკვეული პროფესიების მქონე პირების წარმოდგენა.
“ჩემი, როგორც ექიმის პოზიცია ასეთია, რომ ჩემდა გასაოცრად, საკონსტიტუციო სასამართლოს აღმოაჩნდა უფრო მაღალი ექსპერტიზა, ვიდრე ამ დარგის ექსპერტებს, რომლებსაც დღესაც არ აქვს შეჯერებული პოზიცია და მიმდინარეობს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსია. საკონსტიტუციო სასამართლომ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო. მე არ მაქვს უფლება, რომ დავიწყო კრიტიკა, თუმცა ჩემი პოზიციაა არის ის, რომ კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში, მასწავლებელი ან ავიადისპეტჩერი”,-განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, პოლიტიური გაერთიანება “გირჩის” სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით,მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმა გაუქმდა.