როგორც ლიეტუვას კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი იუწყება, რუსული აპლიკაცია Yandex.Taxi-ის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მობილურიდან ინფორმაციის მიღება, შესაძლოა, პირადი მონაცემების უკანონო შეგროვებისთვის იყოს გამოყენებული.
“ჯერჯერობით მიმდინარეობს კვლევა და ვიდრე მობილური აპლიკაციის უსაფრთხოების კონკრეტული ფაქტები არ იქნება დადგენილი, კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს არ გამოიყენონ ის“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
როგორც ირკვევა, აპლიკაცია მოითხოვს დიდი ოდენობით კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელიც რუსულ სერვერებზე ინახება.
იტვირთბა....