3 რუსი ჟურნალისტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლეს. ორხან ჯემალი, ალექსანდრე რასტარგუევი და კირილ რადჩენკო აფრიკის ამ ქვეყანაში, რუსული კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” საქმიანობის შესახებ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობდნენ.
ჟურნალისტებს შეიარაღებული პირები დედაქალაქიდან ახლოს დაესხნენ თავს, მაშინ როდესაც ისინი გადაღებიდან ბრუნდებოდნენ. წინასწარი ინფორმაციით მკვლელობის მოტივი ყაჩაღობა იყო.
ჯემალი ცხელ წერტილებში, მათ შორის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მუშაობდა. სწორედ მას ეკუთვნის წიგნი რუსეთ-საქართელოს ომის შესახებ „ხუთდღიანი ომის ქრონიკები.“