ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარის მთავრობის პირველი სხდომა მედიისთვის დახურული იყო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძე, პირველი სხდომის შემდეგ, რომელიც მედიისთვის დახურული იყო  განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, სხდომის საჯაროობის საკითხს რეგლამენტი არეგულირებს და ეს არ არის პირველი შემთხვევა.

“მთავრობის რეგლამენტი პირდაპირ განკარგავს სხდომის საჯაროობას. რაც შეეხება მთავრობის სხდომების ფორმატს, პირველ რიგში ვაპირებთ, რომ სხდომები ინტენსიურად გაიმართოს. მთავრობის სხდომის დასაწყისში იქნება ღია როგორც მედიისთვის და სხდომის შემდეგ მთავრობის წევრები გააკეთებენ განცხადებას”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

იტვირთბა....