ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დანიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნას პრემიერ-მინისტრის თანამონაწილეობა სჭირდება, საკითხზე კონსულტაციები მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციებს შორის მიმდინარეობს. პირველი არხის ინფორმაციით, პრაქტიკულად მიღწეულია შეთანხმება, რომ არჩევნების თარიღი 28 ოქტომბერი იყოს.

კონსტიტუციის გათვალისწინებით, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან კონსტრასიგნაციის საფუძველზე უნდა გამოაცხადოს.

იტვირთბა....