ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლალიაშვილი: “ექვსი თვის მონაცემებით, ავარიებში 7 წლამდე ასაკის დაახლოებით 150 ბავშვია დაშავებული”

კვლელის თანახმად, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ექვსი თვის მონაცემებით, ავტოავარიებში 7 წლამდე ასაკის დაახლოებით 150 ბავშვია დაშავებული, ერთი თვის მონაცემებით კი, დაახლოებით 20 – ზე მეტი.

ეკა ლალიაშვილის განცხადებით, დღეს არსებული საბავშვო სავარძლების გამოყენების სამართლებრივი ნორმა უნდა ჩანაცვლდეს მაღალი სტანდარტებით, რომ არასრულწლოვნების გადაადგილება იყოს უსაფრთხო.

„დღე ჩვენი კანონმდებლობით საკმარისად არ არის დარეგულირებული 12 წლამდე ბავშვების გადაყვანის უსაფრთხოების ნორმები რაც ითვალისწინებს იმას, რომ 12 წლამდე ბავშვი თავისი ზომის და წონის მიხედვით განთავსებული უნდა იყოს სავარძელში, აქედან გამომდინარე ყოველთვიურად გვაქვს ფატალური შემთხვევები. მიმდინარე წლის ექვსი თვის მონაცემებით 7 წლამდე ასაკის დაახლოებით 150 ბავშვი არის დაშავებული ავტოავარიებში. ერთი თვის მონაცემებით, დაახლოებით 20 – ზე მეტი არასრულწლოვანი ბავშვი იღებს დაზიანებას იმის გამო, რომ არ არიან დაცული ავტომობილებში. შესაბამისად, იურიდიულ კომიტეტთან ერთად დავაყენეთ ინიციატივა, რომ შემდეგ საპარლამენტო სესიაზე განიხილონ ეს საკითხი, რათა არასრულწლოვნების გადაადგილება იყოს უსაფრთხო. მოცემული კანონმდებლობით, სავარძლის გამოყენება სამ წლამდე ასაკის ბავშვები სავალდებულოა, ან ზრდასრულმა უნდა ჩაისვას კალთაში და ღვედი უნდა ჰქონდეს შეკრული, ეს არის აბსოლუტურად არამართებული და მაღალი რისკის შემცველი ნორმა, რომელიც ამოღებული უნდა იყოს და ჩანაცვლდეს მაღალი სტანდარტით”, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

იტვირთბა....