“ვისოლ ჯგუფი” და “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი” ახალგაზრდულ სოციალურ პროექტს იწყებენ და 200-მდე სტუდენტს საშუალებას მისცემენ იმოგზაურონ საქართველოს რეგიონებში, გაეცნონ ქვეყნის სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვის და ტურიზმის მიმართულებით გამოწვევებს, რათა #იზრუნონ მათ განვითარებაზე. “საზაფხულო სტუდენტური მოგზაურობა #იზრუნე” 6აგვისტოს დაიწყება და აგვისტოს ვის ბოლომდე სტუდენტები ოთხ ნაკადად გაემგზავრებიან ილიას სახელმწიფო უნოვერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ბაზებზე ყაზბეგსა და დედოფლისწყაროში. პროექტის პარტნიორები ატიან “საქართველოს ფერმერთა ასოციაცია”,არასამტავრობო გარენოსდაცვითი ორგანიზაცია CENN და USAID.
პროექტის სტუდენტებს ელით საინტერესო ლექციები, ექსპედიციები და საზოგადოებისთვის ცნობილ პროფესიონალებთან შეხვედრები და სხვადასხვა ტიპის აქტივობები. პარალელურად პროექტის მონაწილე სტუდენტები, ბანაკის თემატიკიდან გამომდინარე, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით დაეხმარებიან სოფლის მეურნეობაში, აგრეთვე ტურიზმის მიმართულებებით დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას (ფერმერები, სასტუმრომ მფლობელები) მათთვის საჭირო საქმეებში, ასევე მუნიციპალიტეტებს ტურუსტული ლოკაციების მოწესრიგებაში.
პროექტში მონაწილე სტუდენტები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე. პროექტი წელს საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და მასში მონაწილეობა მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის შესაძლებელი.
მომავალ წელს პროექტი მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ სტუდენტებს მთელი საქართველოდან.