აუდიტორიული კომპანია „არბიტრანსის“ დამფუძნბელი გოჩა ჭოლოკავა სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს და რჩევებს დიდი კომპანიებს აძლევს.
ბოლო პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოციალურ და გარემოს დაცვით საკითხებს. ეს ორი საკითხი ერთმანეთთან მჭიდროთ არის დაკავშირებული, რადგან ორივე შემთხვევაში მსგავსი პრობლემები ადმიანის ცხოვრების პირობების გაურესებას იწვევს. მაგალითად ხშირ შემთხვევაში, დიდი საწარმოების ქარხნებისა და ფილიალების გახსნის გამო ხის მასივების და ეკოლოგიური გარემოს განადგურება ხდება.
სწორედ ამიტომ „არბიტრანსის“ დამფუძნებელი გოჩა ჭოლოკავა იმ რისკებსა და საფრთხეებზე გვესაუბრება, რაც სოციალური პრობლემის კუთხით დგას არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
განვითარებულ ქვეყნებში სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახდა.
„ჩვენთან სოციალურ პრობლემად მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები, ნაკლებ შემოსავლიანი ოჯახები და სხვა პირები მოიაზრებოდნენ. ეს პრობლემები კი მხოლოდ ერთ-ერთი მხარეა სოციალური საკითხებისა.
თითოეული ყოფითი პრობლება, რომელიც საზოგადოებას აწუხებს სოციალურია. ფაქტია, რომ ყველა ადმიანი ვერ იქნება შეძლებული, ზოგიერთს ამის სურვილიც არა აქვს, მაგრამ ადამიანის მატერიალური მოთხოვნების თუნაც მინამალურ დონეზე დაკმაყოფილება, უპირველესი მიზანია სახელმწიფოსთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის. მინდა დღეს ყურადრება გავამახვილო გარენოს დაცვითი პრობლემების კავშირზე საოციალურ პრობლრმებთან.
თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ გარემოს დაცვითი დაცვითი პრობლრმებიდან ერთ-ერთი. მაგალითად ასეთი პრობლემის გადაჭრაში იგულისხმება ის საკითხები, რომ ნებისმიერი მსხვილი წარმოება თავის კვალს ტოვებს ბუნებაზე. როდესაც ესა თუ ის მსხვილი საწარმო აშენებს თავის ქარხანას ან ნერგავს ახალ ინოვაციებს, ხშირ შემთხვევაში ხდევა ბუნებრივი რესურსების დაზიანება. ძალინ დიდი და მსხვილ კომპანიებს მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში აქვთ გახსნილი ფილიალები. ზოგს კი ისეთ ადგილებში სადაც განვითარებულია სოფლის მეურნეობა. ასეთ ადგილას ქარხნების მშენებლობა კი სოფლის მკვიდრს მოსახლეობას ართმევს მოსავალს და უბინძურებს ეკოლოგიურ გარემოს. ხშირ შემთხვევაში კი შიმშილის ზღავრზე ტოვებს.
მსგავსია, ქართული რეალობიდან გამომდინარე სვანეთში ჰესების მშენებლობა. მიუხედავად ჩემი აპოლიტიკურობისა ამ შემთხვევაში სავსებით გასაგებია ხალხის უკმაყოფილება, მსხვილი კომპანისს ინტერესებს არ უნდა შეეწიროს ბუნებრივი საფარის დარღვევა.
ეკოლოგოური და სოციალური პრობლემები არ არის ადვილად მოგვარებადი საკითხები. გასათვალისწინებელია რომ ეს პრობლემემი პირდაპირ მოქმედებს საზოგადოებაზე. კომპანიამ დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და თუ იცის რომ დიდია ასეთი პრობლემების წარმოქნის ალბათობა მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ შემაციროს იგი ან უკიდურეს შემთხვევაში უარი თქვას თუნდაც ახალი ქარხნების გახსნაზე, ხოლო თუ ამის აუცილებლობაა მოსახლეობას შესაბამისი კომპენსაცია უნდა დაურიგდეს.
აფრიკის ქვეყნებში ცხოვრების დონე დაბალია. მათთვის პრიორიტეტი ოჯახის გამოკვებაა ვიდერ ბუნების დაცვა. ამიტომ ისინი ადვილად თანხმდებიან კონპენსაციებს და მათ მიწებს თავისუფლად გადასცემენ დიდი კომპანიებს რათა გახსნან ქარხნები ან ფილიალები.
კომპანიებს რომელსაც ეკოლოგიური და სოციალური საკითხებისა მოგვარების გამოცდილება აქვს, ეს მათ დადებით მხარედ ითვლება. ზოგადად, კომპანია რაც უფრო ამცირებს რისკებს, მით უფრო წარმატებული მისი ბიზნესი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკი ეკოლოგირი და სოციალური საკითხებია. როდესაც კომპანია ითვალისწინებს სოციალურ პრობლემებს ხალხის თვალში ბევრად წარმატებული და დადებითი კუთხით ჩანს. განვითარებულ ქვეყნებში არამხოლოდ კარგ ტონად არამედ აუცილებლადაც ითვლება, როცა კომპანიას ეკოლოგიური და სოციალური საკითხები მოგვარებული აქვს.
ზემოთ ხსენებული პრობლემები ხალხისთვის ძალიან მგრძნობიარე საკითხია. შეძლებულ და მსხვილ კომპანიებს ყველა კრიტიკის თვალით უყურებს ვიდრე მცირე კომპანიებს.
ჩვენ ქვეყანაში ამის ნათელი მაგალითია შახტაში მომხდარი ტრაგედიაც. ცხადია ძალინ სამწუხაროა ის რაც მოხდა, მაგრამ ნიშანდობლივია რომ საქართველოში იმ დონემდე ვართ მისულები, რომ ხალხს გაუჩდა პროტესტის გრძნობა და მოთხოვნა რომ მათი სიცოხხლე იყოს დაცული. მეორე მხრივ სიფრთხლეც გვამართებს რომ ბიზნესი და ეკონომიკა არ უნდა გახდეს სოციალური პრობლემების მძევალი. მაშინ უკვე მივალთ სოციალიზმამდე“ – განაცხადა “არბიტრანსის” დამფუძნებელმა გოჩა ჭოლოკავამ.
მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ოქროს შუალედის დაცვაა. ბიზნესმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს სოციალური პრობლემები, თუმცა გარემოს დაცვითი და სოციალური პრობლემების გამო ეკონომიკის განვითარება და ბიზნეს საქმიანობის საგრძნობლად შეზღუდვა არ უნდა მოხდეს.
საბოლოოდ ეკოლოგიური და სოციალური პრობლემები მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება, ოქროს შუალედის დაჭერა ეკონომიკასა და ეკოლოგიას შორის კი უპირველსია.