კალიფორნიის ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, ხანძარს ორი მცირეწლოვანი ბავშვი, მათი ბებია, ასევე სამი მეხანძრე ემსხვერპლა.
შტატის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სტიქიის ზონაში ათასობით მეხანძრის განთავსების მიუხედავად, ხანძარი ძლიერდება. ცეცხლის კერებს ცვალებადი ქარი და მშრალი ამინდი აძლიერებს.