aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ს სენატორი რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს მოითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის განცხადებით, რუსეთს სანქციები კიდევ უფრო უნდა გაუმკაცრდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე აშშ-ს მიერ მიღებული სანქციები რუსეთის მიმართ არ მუშაობს.

როგორც გრემი ამბობს, მართალია ტრამპი საკმაოდ მკაცრად ეპყრობა რუსეთს, მაგრამ აუცილებელია ახალი სანქციების შემოღება. “ტრამპი რუსეთის მიმართ მკაცრია, მაგრამ ახალი სანქციებია საჭირო” – აცხადებს სენატორი.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას ითვალისწინებს.

იტვირთბა....