ხანძარი, რომელიც სოჭში სამსართულიან შენობას გაუჩნდა უკვე ლიკვიდირებულია. ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი მაყალიდან გაჩნდა. ცოცხლად დაიწვა 8 ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ შორის ერთი ბავშვია. და დაშვადა რამდენიმე, რომელთა შორის ერთი 16 წლის ახალგაზრდაა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, ცეცხლი ისე მოედო სახლს, თითქოს თივა იწვოდა. საბოლოოდ, 300 კვადრატული ფართობი დაიწვა.