ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზაფხულში მზისგან დამწვრობის გამო, 420 ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

მიმდინარე სეზონზე, მზისგან დამწვრობის გამო, ამბულატორიული მომსახურება 420 პაციენტს გაეწია, აქედან 50 მათგანი სტაციონარში მოთავსდა. ამის შესახებ ინფრმაციას დამწვრობის ცენტრის ხელმძღვაენლი გუგა ქაშიბაძე “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს.

როგორც გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, მზისგან დამწვრობის გამო, ამჟამად, დამწვრობის ცენტრში მკურნალობას ოთხი ახალგაზრდა ქალი გადის, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა.

„ამ პაციენტებს შორის მინიმალური ასაკი 19 წელია, ხოლო მაქსიმალური – 26 წელი. ოთხივე მათგანი მზით დამწვარია“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

მისივე თქმით, ზაფხულის სეზონზე დამწვრობის ცენტრს ლეღვის ფოთლების ნახარშით მიყენებული დამწვრობის გამო ორმა პირმა მიმართა, რომლებიც მკურნალობის კურსს ამჟამად აღარ გადიან.

იტვირთბა....