საბერძნეთში, სადაც ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა სამძებრო ოპერაცია კვლავ გრძელდება. სახანძრო სამსახურის ცნობით, ამ დრომდე დაკარგულად 25 ადამიანი ითვლება.
გამოძიებამ მხოლოდ გარდაცვლილთა ნაწილის იდენტიფიცირება შეძლო. დაშავებულთა დიდი ნაწილი კვლავ საავადმყოფოებში რჩება. ძლიერი ხანძარი საბერძნეთს ატიკის რეგიონში ზუსტად ერთი კვირის წინ გაჩნდა.
ცეცხლმა სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ ცეცხლის რამდენიმე კერა რეგიონში მიზანმიმართულად გააჩინეს.