aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – თუშეთში ავტომობილი ხრამში გადავარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თუშეთში ავტომანქანის ხრამში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. შემთხვევა  წოვათის ხეობაში, სოფელ ილიურთასთან მოხდა.

ავტომობილი ხრამში რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაშავებულები გვიან ღამით ამოიყვანეს.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს. თუმცა სავარაუდო მიზეზად პირველადი მონაცემებით ალკოჰოლით თრობა სახელდება.

იტვირთბა....