ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგამოძიებო კომისია იუსტიციის მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს გამოკითხავს

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩვევის დროს მოკლული მოზარდების საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია მიმდინარე კვირას მსჯავრდებულებს, შს მინისტრს, ყოფილ მთავარ პროკურორსა და იუსტიციის მინისტრს გამოკითხავს.

დღეის მდგომარეობით, კომისიის წევრებს უკვე გამოკითხული ჰყავს 70-მდე პირი.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტმა საქმის საგამოძიებო კომისიის ფორმატში შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო.

იტვირთბა....