ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლაგოდეხში ნადირობის დროს 23 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

კახეთში, საგარეჯოში მცხოვრები 23 წლის გიორგი ენუქაშვილი ნადირობის დროს ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

შემთხვევა ლაგოდეხის ტყეში მოხდა.

ახალგაზრდა მამასთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. გარდაცვლილი ახალგაზრდის ცხედარს მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. სამუშაოებში თბილისიდან ჩასული სამაშველო ჯგუფები, მოგვიანებით კი ვერტმფრენი ჩართეს.

როგორც “მეტროომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....