ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აგვისტოში ბათუმში სრულად მზიანი მხოლოდ 2 დღე იქნება

accuweather-ის ამინდის პროგნოზის მიხედვით, აგვისტოს 31 დღიდან მხოლოდ ორი დღე იქნება სრულად მზიანი – 24 და 25 აგვისტო, 10 დღე იწვიმებს, დანარჩენი დღეები კი ნახევრად მოღრუბლული იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

ამავე პროგნოზით, გარდა მოღრუბლული ამინდისა და წვიმებისა, ბათუმში ტემპერატურაც დაბალი იქნება. უახლოეს დღეებში ბათუმში ჰაერის მოსალოდნელი მაქსიმალური ტემპერატურა 29 გრადუსია. ზღვისპირეთში 2 აგვისტოდან კიდევ უფრო აგრილდება და თითქმის მთელი აგვისტოს განმავლობაში პერიოდულად მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა კი 20-24 გრადუსის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში მყოფი ადამიანებისთვის შემდეგი ერთი კვირა მიმდინარე ზაფხულს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იქნება, 2 აგვისტოდან კი ჰაერის ტემპერატურა შედარებით დაიკლებს.

accuweather-ის ცნობით, დღევანდელი, 27 ივლისის მაქსიმალური ტემპერატურა 34 გრადუსი იქნება ცელსიუსით, თუმცა რეალური შეგრძნება 36 გრადუსის ტოლფასი იქნება. დაახლოებით იგივე ტემპერატურა იქნება 28-29 ივლისს, თუმცა 30 ივლისიდან კიდევ უფრო დაცხება და ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსს მიაღწევს, 31 ივლისს კი ჰაერი 37 გრადუსამდე გაცხელდება. უკვე 2 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსამდე ჩამოვა და შემდეგ დღეებშიც კლებას გააგრძელებს. ამინდის პროგნოზის მიხედვით, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს არ ასცდება 6 აგვისტოდან და დაახლოებით, 27-29 გრადუსის ფარგლებში იქნება. აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ტემპერატურა დაიკლებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც, მათ შორის, კახეთსა და იმერეთში.

იტვირთბა....