ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში კაცმა ხელი ხეზე მიიჭედა

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლის წინ პროტესის ნიშნად  ბათუმელმა ვასიკო ტაკიძემ ხეზე ხელი ლურსმნით მიიჭედა. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.

ტაკიძე ამბობს, რომ ბათუმის სანაპირო ზოლში დელტაპლანით ფრენა საჰაერო ნავიგაციამ აუკრძალა. ამ ბიზნეს ის სამი წელია აწარმოებს და ბანკიდან დიდ ოდენობით სესხი აქვს გამოტანილი.

ტაკიძე მთავრობას დროულ რეაგირებას და ტურიზმის სფეროს ხელშეწყობას სთხოვს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.

იტვირთბა....