ცოტა ხნის წინს სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტოები, სადაც თბილისი ნისლშია გახვეული.
“მეტრონომი” გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“ქ.თბილისში და მის შემოგარენში ნისლი ფიქსირდება, ჰაერის ტემპერატურა +35 გრადუსია. ნისლი, განპირობებულია ქვეყნის სამხრეთი რაიონებიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებისა და კავკასიანის ქედზე არსებული შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიეთქმედებით. სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი სინოპტიკური პროცესები ზაფხულის პერიოდისთვის ზოგჯერ დამახასიათებელია” – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.