ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ე.წ. პიჯაკების საქმის დაცვის მხარე ეკა ბესელიას დაკითხვას ითხოვს

ე.წ პიჯაკების საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

საპარალამენტო უმრავლესობის წევრის და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას დაკითხვა პროცესზე თემურ ჯანაშიას ადვოკატმა მოითხოვა. დაცვის მხარე ამტკიცებს,რომ ბესელიას მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადება, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება ,ბადებს ეჭვს წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილების შესახებ.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. თუმცა მათი მოთხოვნა არც ამ შემთხვევაში დაკმაყოფილდა.

„ეკა ბესელიამ პირდაპირ ფეხქვეშ გათელა უდანაშაულობის პრეზუმფცია და თქვა, რომ საქმეზე სადაც განხილვები მიმდინარეობს, დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი თავისუფლების აღკვეთა არის სასჯელად დანიშნული.

ამაზე კლასიკური შემთხვევა უდანაშაულობის პრეზუმფციის ფეხქვეშ გათელვის არ არსებობს.

გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეკა ბესელიას ეს განცხადება ეფუძნებოდა სასამართლო ხელისუფლებისგან წინასწარ მიღებულ დაპირებას“-აცხადებს თემურ ჯანაშიას ადვოკატი ბექა ბასილაია.

პროკურორის თქმით, საჯაროდ გაკეთებული განცხადება ვერასოდეს იქნება სისხლის სამართლის საქმეზე განსჯის საგანი.

იტვირთბა....