2008 წლის ომს და ომამდე, თეთრ სახლში ჯორჯ ბუშისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯორჯ ბუშის ყოფილი მრჩეველი სტივ ჰედლი იხსენებს.
სტივ ჰედლის განცხადებით რუსეთი სააკაშვილის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი დამშვიდება, რათა ისეთი რამ არ გაეკეთებინა რასაც მოგვიანებით ინანებდა. ამის შესახებ ჯორჯ ბუშის მრჩეველმა უშიშროების საკითხებში “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
მსიივე თქმით, პრეზიდენტმა ბუშმა ორი რამის გაკეთება სცად – მკაფიოდ გამოეხატა საქართველოსა და მისი პრეზიდენტისადმი პერსონალური მხარდაჭერა, ასევე, ერჩია მისთვის, არ მოეხდინა რუსეთის პროვოცირება, რადგან საქართველო რუსეთის ინტერვენციას თავს ვერ გაართმევდა.
„ბუშთან ერთად 2005 წელს საქართველოში ვიყავი. დიდებული დღე იყო, შთაგონების მომცემი. მახსოვს ომამდე სააკაშვილის ვიზიტი თეთრ სახლში და ბუშთან შეხვედრა ოვალურ კაბინეტში. შეხვედრის შემდეგ მედიასთან პრეზიდენტმა ბუშმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა. როცა მედია ოთახიდან გავიდა და შეხვედრა მთავრდებოდა, პრეზიდენტი ბუში სააკაშვილთან მივიდა, მკერდზე თითი მიადო და უთხრა – რუსეთი არ გააღიზიანო, რუსეთს თავს ვერ გაართმევ, მე რუსეთისგან ვერ დაგიცავ გეოგრაფიის გამო”, – აცხადებს სტივ ჰედლი.