ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს ბრალი წაუყენეს

2008 წელს საკონსტიტუციო წესრიგის დამხობის გამო, სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს ბრალი წაუყენეს.

სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით უკვე მიმართა.

„ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს ბრალი ედება იმაში, რომ სხვა პირებთან ერთად საკონსტიტუციო წესრიგი დაამხო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რომ რობერტ ქოჩარიანთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება იქნეს შერჩეული“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გუშინ საგამოძიებო სამსახური რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდა სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს.

სომხეთში, 2008 წლის 19 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელთა მონაწილეები სერჟ სარგსიანის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებას აპროტესტებდნენ.

იტვირთბა....