ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

წყნარი ოკეანის მხრიდან იაპონიას ტაიფუნი უახლოვდება

წყნარი ოკეანის მხრიდან იაპონიას ტაიფუნი „ჯონდარი” უახლოვდება. სტიქია დედაქალაქ ტოკიოს კვირას დაატყდება თავს. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

ძლიერ ქართან ერთად მოსალოდნელია წვიმაც. კუნძულ ჰონსიუს გავლის შემდეგ, ტაიფუნი იაპონიის ზღვისკენ განაგრძობს გადაადგილებას.

ქვეყანაში ძლიერი სიცხის გამო, ბოლო დღეების განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვმა 80-ს მიაღწია.

სიცხისგან შეუძლოდ გამხდარი ასობით ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. იაპონიაში ჰაერის ტემპერატურა 40-41 გრადუსს აღწევს.

იტვირთბა....