ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბახტაძე: “თუ მღებრიშვილს რაიმე დარღვევა აქვს, საგამოძიებო უწყებები გასცემენ პასუხს”

გიორგი მღებრიშვილის მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილება თავად მღებრიშვილმა მიიღო.

„გიორგი მღებრიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც მე დავეთანხმე. მე განვაცხადე, რომ ჩვენ ამ სამსახურში გვაქვს ძალიან პრინციპული ხასიათის ახალი გამოწვევები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ სამსახურში ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციებია გასაკეთებელი. ჩვენ წელს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, თუმცა ეს არ არის სამწუხაროდ საკმარისი, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც შეეხება მსგავსი რისკების შემცირებას“, – განაცხადა ბახტაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, უკავშირდება თუ არა მღებრიშვილის თანამდებობიდან წასვლა უწყებაში რაიმე დარღვევებს, ბახტაძემ უპასუხა, რომ თუ რაიმე დარღვევა აქვს მღებრიშვილს, საგამოძიებო ორგანოები გასცემენ შესაბამის პასუხს.

იტვირთბა....