ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თემურ ჯანაშია პასუხობს.
ჯანაშია ე.წ. პიჯაკების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. დღეს ჯანაშიამ და მისმა ადვოკატმა, წარმოადგინეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, მაშინდელმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა თემურ ჯანაშიას დაავალა მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებები შეესრულებინა.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება არამიზნობრივი საბიუჯეტო ხარჯების ფლანგვაში ედავება თემურ ჯანაშიას და ექს პრეზიდენტ სააკაშვილს.
ამასთნ ჯანაშია, ბრალს აბსურდულად მიიჩნევს და თვლის, რომ დღეს წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე გამოძიებამ ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაკითხოს.