ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გურიის გუბერნატორმა, რომელიც პრემიერს არ გაუთავისუფლებია, თანამდებობა დატოვა

დღეს პრემიერმა ხუთი რეგიონის გუბერნატორი გაათავისუფლა, თუმცა მათ შორის გურიის გუბერნატორი არ დაუსახელებია.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა მერაბ ჭანუყვაძის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი.

გუბერნატორი მოადგილე ამბობს, რომ ჭანუყვაძემ თანამდებობა საკუთარი ინიციტივით დატოვა და თანამშრომლებსაც დაემშვიდობა.

„დაემშვიდობა თანამშრომლებს. მიზეზები არ ვიცი. ჩემთვის ცნობილი არაა. ოფიციალური განკარგულება ჯერ არაა და დაველოდოთ,“-ამბობს გურიის გუბერნატორის მოადგილე არჩილ ყაზაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდნენ, შიდა ქართლის, მცხეთა-თიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები.

იტვირთბა....