ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გრიგოლ ვაშაძე: “უმრავლესობა არაპროფესიონალების, უცოდინარობისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების გუნდია”

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც მან პირველი არხის ეთერში გააკეთა გამოეხმაურა და განაცხადამ რომ ამ ინტერვიუს ძალინ ბევრს ყურადღებას უთმობენ.

ვაშაძის შეფასებით, საქართველოს მოსახლეობამ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს მხარი არ უნდა დაუჭიროს.

„ვინმესთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ბახტაძე იქნება, ივანიშვილი, ღარიბაშვილი თუ კვირიკაშვილი? თავიანთ თავზე იძახიან, ერთი გუნდი ვართო, აბსოლუტური სიმართლეა. ეს არის არაპროფესიონალების, უცოდინარობისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების გუნდი. ვისაც არ დააყენებენ, საქართველოს მოქალაქეებმა კატეგორიული უარი უნდა უთხრან, მათ კანდიდატს,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ  შესაძლოა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატი საერთოდ არ დაასახელოს.

იტვირთბა....