აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ექსკლუზივი: პუტინმა ვახტანგ მაისაია შავ სიაში შეიყვანა – პასუხი სომხეთის უშიშროებიდან

სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაიასაიამ ახლახანს, სომხეთის სახალხო დამცველის აპარატიდან წერილი მიიღო, რომელიც “მეტრონომს” ხელში ჩაუვარდა. სომხეთის სახალხო დამცველი წერილში პირდაპირ აღნიშნავს, რომ ის ეყრდნობა სომხეთის უშიშროების სამსახურიდან გამოთხოვილ ინფორმაციას (იხ. დანართი 2). საქმე იმაშია, რომ რამდენიმე წლის წინ, კერძოდ 2015 წელს, როცა ვახტანგ მაისაია ერევანში, ებერტის ფონდის მიწვევით, საქართველოს მოქალაქე, რამდენიმე ცნობილ პირთან ერთად საერთაშორისო კონფერენციაზე მიემგზავრებოდა, საზღვარზე მხოლოდ ის შეაჩერეს და სომხეთის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

როგორც ის “მეტრონომთან” ყვება, მესაზღვრეებმა საკმაოდ ზრდილობიანად აუხსნეს, რომ ის ვერ გადაკვეთდა სომხეთის საზღვარს, რადგან მას ჰქონდა პრობლემები რუსეთთან.

“პირდაპირ მითხრეს, რომ ამის მიზეზი რუსეთი იყო. ოფიციალურად განმიმარტეს, რომ დსთ-ს ქვეყნებში აკრძალული მქონდა შესვლა. უფრო მეტიც, გამაფრთხილეს, თუ სომხეთში შევიდოდი, მის უსაფრთხოებაზე ვერავინ აგებდა პასუხს და შესაძლოა საერთოდ, არსებობდა საშიშროება, ოფიციალურ სომხეთს ის რუსეთისთვის გადაეცა, როგორც ნატოს ჯაშუში. მოგეხსენებათ, სააკაშვილის ხელისუფლება მე ნატოს ჯაშუშობას მაბრალებდა, რაზეც ახლა ახალი საქმეა აღძრული საქართველოს პროკურატურაში.” – განაცხადა მაისაიამ “მეტრონომთან”.

მაისაიამ იმდროინდელ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს მიმართა და თხოვა გარკვეულიყო, თუ რა საბაბით არ შეუშვეს ის სომხეთში. ნანუაშვილმა წერილით მიმართა, როგორც მის კოლეგას სომხეთში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს. წერილში გაჟღერებულია თხოვნა, თუ აეხსნათ რა იყო ოფიციალური მიზეზი იმისა, რომ მაისაია სომხეთში არ შეუშვეს. აღნიშნული წერილები “მეტრონომს” აქვს. (იხილეთ დანართი 1).

დანართი 1

 

როგორც მაისაია “მეტრონომთან” ამბობს, წერილი სომხეთის სახალხო დამცველის აპარატიდან სულ ახლახანს მიიღო. (იხილეთ დანართი 2). წერილში აღნიშნულია იგივე მიზეზი, რომ ვახტანგ მაისაია დაბლოკილია დსთ-ს ქვეყნებისთვის .

დანართი 2

 

“ჩემი აზრით, დსთ-ს ქვეყნების მიზეზი ტყუილია, რადგან იმ პერიოდში მე ვიმოგზაურე აღნიშნული თანამეგობრობის რამდენიმე ქვეყანაში (იხილეთ დანართი 3) და არავის დავუბლოკივარ. როგორც ჩანს, საუბარია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციების ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა სომხეთი, ბელორუსი, რუსეთი და აზიის პოსტ-საბჭოთა ქვეყნები. აქ აშკარაა, რომ კრემლის ხელი ურევია და მე შავ სიაში შემიყვანეს, როგორც ნატოს აგენტი, აბა რითი უნდა ავხსნა ჩემი დსთ-ს სხვა ქვეყნებში შესვლის ნებართვა?” – აცხადებს მაისაია.

დანართი 3

 

ერთი ფაქტია, რომ მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება აჭიანურებს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში რუსი მოქალაქეების შეყვანის პროცესს, კრემლს საქართველოს მოქალაქეებს უპრაკუნოდ ბლოკავენ და გაურკვეველ შავ სიაში შეჰყავთ.

გენო ჯოხიძე

 

იტვირთბა....