ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტყიბულში მეშახტეების აქცია დასრულდა

მეშახტეების აქცია ტყიბულში დასრულდა. აქციის მონაწილეების თქმით, „საქნახშირის“ ხელმძღვანელობასთან სამუშაო პროცესის აღდგენასა და თანამდებობის დატოვების შესახებ, შეთანხმება მიღწეულია და მოლაპარაკების რეჟიმში გადადიან.

როგორც მეშახტეები ამბობენ შახტის დირექტორის პოსტზე ელდარ ჩაფიძის დანიშვნა სურთ.

ტყიბულის შახტში 16 ივლისის ტრაგედიის გამოძიების დასრულებამდე ჯაყელთან მოლაპარაკებები გაგრძელდება, ხელმძღვანელობის ახალი შემადგენლობა ეტაპობრივად დაკომპლექტდება და სამუშაო პროცესი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში აღდგება.

23 ივლისს კომპანიის დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნა დააკმაყოფილა და კომპანიის სამი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ტყიბულის შახტში ტრაგედია 16 ივლისს, დილით მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა.

სახელმწიფომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მიიღო. გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაილუქება.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს “მინდელის” შახტში 6 მუშა დაიღუპა.

იტვირთბა....