ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააკაშვილი: “ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ შემოდგომაზე”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბიძნა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს საკუთარ სოციალურ გვერდძე ვიდეო მიმართვით გამოეხმაურა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილის ეს ინტერვიუ თავის გადარჩენის მცდელობა გავდა.

“როგორც იცით, შეიქმნა ძალიან მძლავრი, ფართო გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ და მისმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დაიწყო ბრძოლა წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის. ეს არის სრულიად სხვადასხვა ხალხის გაერთიანება და ძალიან მიხარია, რომ სრულიად განსხვავებულმა საზოგადო მოღვაწეებმა, სხვადასხვა პირებმა, პოლიტიკოსებმა და არაპოლიტიკოსებმა იპოვეს თავის თავში ძალა, დამდგარიყვნენ წარსულში არსებულ განსხვავებებზე მაღლა, საკუთარი ქვეყნისთვის გადაედოთ გვერდზე უთანხმოებები და ერთ, მძლავრ მუშტად შეკრულიყვნენ ოლიგარქის დასამთავრებლად, შეძლეს გაერთიანებულიყვნენ ოლიგარქის მიერ საქართველოს ძარცვის დასასრულებლად. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ შემოდგომაზე და დავასრულებთ ივანიშვილის თარეშს საქართველოში, დავასრულებთ ქართული ბუნების განადგურებას, მოვაშთობთ მის ხელს ჩვენი ჯიბეებიდან, რადგან მას აქვს ღრმად ჩაყოფილი ხელი თითოეული ქართველის ოჯახში და ძარცვავს საქართველოს უმოწყალოდ. ივანიშვილი ახლა ცდილობს თავისი თავის გადარჩენას, როგორც ხვლიკს შეიძლება კუდი მოძვრეს ორჯერ და გაეზარდოს, ასევე მან შეცვალა მთავრობა და ხელახლა ახალ მთავრობას ამტკიცებს. ხვლიკს კუდის შეცვლა მხოლოდ ორჯერ შეუძლია, ივანიშვილმა კი ორჯერ უკვე გამოცვალა მთავრობა და მესამედ აღარ გამოუვა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პირველად გამოჩნდა მედიის წინაშე რაც პოლიტიკაში დაბრუნდა.

იტვირთბა....