სირიაში ISIS-ის ყოფილი ლიდერის, აბუ ომარ ალ შიშანის უფროსი ძმა თამაზ ბათირაშვილი მოკლეს. ინფორმაცია უკვე დაადასტურეს პანკისის ხეობაში. როგორც ირკვევა, ბათირაშვილი საბრძოლო მოქმედების დროს გარდაიცვალა, მისმა მეუღლემ და შვილებმა გადარჩენა შეძლეს.
38 წლის თამაზ ბათირაშვილი პანკისის ხეობიდან „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე წლის წინ შეუერთდა.
თამაზ ბათირაშვილი ძმის, თარხან ბათირაშვილის შემდეგ, სირიაში ერთ-ერთ გავლენიაინ ფიგურა იყო.