დავით ზალკანიანი დაიბადა 1968 წლის 27 თებერვალს ქალაქ თბილისში;
1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი;
1992-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ევროგაერთიანების სამმართველოს მესამე მდივნის, შემდეგ კი – მეორე მდივნის, პირველი მდივნისა და სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;
1995-1996 წლებში – საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ევროორგანიზაციების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;
1996-2000 წლებშინმუშაობდა ქ. ვენაში, ავსტრიაში, საქართველოს საელჩოში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციბში საქართველოს წარმომადგენლობის პირველ მდივნად, შემდეგ მრჩევლად;
2000-2001 წლბში იყო მრჩეველი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველ ევროპულ დეპარტამენტში;
2001-2002 წლებში – ქ. ვენაში საქართველოსუსაელჩოში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობის მრჩევლად;
2002 წლის მარტიდან სექტემბრამდე იყო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციებისა და ქ. ვენაში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე;
2002-2007 წლებში საქართველოს საელჩოში აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ეკავა უფროსი მრჩევლის თანამდებობა;
2004-2007 წლებში იყო საქართველოს სანგებო სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში;
2007 წლის იანვრიდან დეკემბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი;
2008 წლის იანვრიდან 2009 წლის სექტემბრამდე მუშაობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ბელარუსის რესპუბლიკაში;
2012 წლის 29 ოქტომბრიდან 2014 წლის 5 ნოემბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
2015 წლიდან 2016 წლის 8 იანვრამდე იყო ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი;
2016 წლის 8 იანვარ დაინიშნა საქართველოს საგარეო საქემეთა მინისტრის პირველ მოადგილედ;
2007 წელს მიენიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი;
ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს;
ჰყავს მერლე და ორი ქალიშვილი.