საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველებმა უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოყვანის ოპერაცია თეთნულდში დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი
შეგახსენებთ, რომ თეთნულდზე რამდენიმე დღის წინ, ორი უკრაინელი ტურისტი დაიკარგა. მაშველებმა ერთ-ერთი მათგანის უვნებლად გამოყვანა შეძლეს. თუმცა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამინდის გაუარესების გამო, მაშინ სამაშველო ოპერაციის გაგრძელება ვერ მოხერხდა.
დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოტანის ოპერაცია დაასრულეს
მესტია – თეთნულდზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველებმა დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოტანის ოპერაცია დაასრულესსამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი
Gepostet von საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service am Dienstag, 24. Juli 2018