ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველა დასასჯელია” – თბილისში ტრანსგენდერი ქალი სამმა ჯარისკაცმა სცემა

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში ტრანსგენდერი ქალი სცემეს.

“ნაცემია კიდევ ერთი ტრანსგენდერი, სახელად ამანდა. რა ჯანდაბა ხდება ამ დედააფეთქებულ ქვეყანაში? სამ ჯარისკაცს უცემია ქალი. ექიმებს გამოუვლენიათ ტრანსფობია. ყველა დასასჯელია, ყველა. ექიმს უნდა დაატოვებინონ პრაქტიკა, ჯარისკაცები სისხლის სამართლით – ციხეში. ეშმაკების შაბაშია ამ გათახსირებულ ქვეყანაში” – წერს  სოციალური ქსელების მომხმარებელი Nino Moses.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადბას გულისხმობს.

“ამჟამად ტარდება საგამოძებო მოქმედებები. გამოსაკითხად დაბარებულია ინციდენტში მონაწილე ორივე მხარე. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და საქმე უმოკლეს ვადებში იქნება გამოძოებული”- განუცხადა “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

 

რო

იტვირთბა....