ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯიშიანი ცხოველების გამრავლება მხოლოდ ლიცენზიით: მეტისების გამრავლება საერთოდ აიკრძალება

საქართველოში ჯიშიანი ცხოველების გამრავლება ლიცენზირებით იქნება შესაძლებელი, რიგი დაავადებების მატარებელი ცხოველების და მეტისების გამრავლება კი აიკრძალება. ასეთია იმ კანონპროექტის შინაარსი, რომელზეც თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს. როგორც კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ მიზანი ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა.

“ქუჩაში მოხვედრილი ძაღლები განწირული არიან პრობლემური ცხოვრებისთვის, ბევრს ისინი არ უყვარს, აგრესიულად არიან მათ მიმართ განწყობილები. ქუჩაში ცხოველების რაოდენობა უნდა შევამციროთ ნელ-ნელა და ჰუმანური გზებით”, – ამბობს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ On.ge-სთან საუბრის დროს.

კანონპროექტში ჰუმანურ გზებად კასტრაცია და გამოუვალ მდგომარეობაში ევთანაზიაა მიჩნეული.

მისივე თქმით, თბილისში მსგავსი აკრძალვა თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით უკვე მოქმედებს, თუმცა ამით პრობლემა არ გადაიჭრება. ლომჯარია ამბობს, რომ როდესაც ერთ ადგილზე ძაღლების რაოდენობა მცირდება სხვა ცხოველები იკავებენ ამ ადგილს და ამიტომ აუცილებელია მთელ ქვეყანაში ერთნაირი სტანდარტი იყოს.

on.ge

 

იტვირთბა....