ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა შემცირდება

დედაქალაქში დაგეგმილია მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ დღეს, სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან თქვა,
სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ იმ ადგილებში ივლიან, სადაც დიდი ავტობუსის მოძრაობა შეუძლებელია.

“დღეს დედაქალაქს დაახლოებით, 2 000 მიკროავტობუსი ემსახურება. მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. მიკროავტობუსები შესაძლებელია, მხოლოდ ისეთ არეალებში დარჩეს, სადაც გაბარიტებიდან გამომდინარე, უფრო დიდი ავტობუსის მოძრაობა შეუძლებელია. ეს იქნება საშუალება მოქალაქეებისთვის, ცენტრალურ სატრანსპორტო ჰაბებს დაუკავშირდნენ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, 2019-2021 წლებში მეტროს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება, ხოლო ავტობუსებისა და მეტროს განვითარების პარალელურად, იგეგმება მიკროავტობუსების  სრულად განახლება.

იტვირთბა....