ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საბერძნეთში საქართველოს ორი დაკარგული მოქალაქიდან ერთი იპოვეს

საქართველოს ორი დაკარგული მოქალაქიდან ერთი იპოვეს. ამის შესახებ საბერძნეთში საქართველოს ელჩიმა, იოსებ ნანობაშვილმა  “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოქალაქე უსაფრთხოთაა.

„ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ხანძრის ეპიცენტრში იყო, კონტაქტზე გამოვიდა. ის ახლა ოჯახთან ერთად უსაფრთხოდ არის, მეორეს ვეძებთ“, – განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. ტყის ხანძარი საბერძნეთში 23 ივლისს გაჩნდა, რის შედეგადაც ათეულობით სახლი დაიწვა. დაკარგულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელსაც საქართველოს საელჩო საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ეძებ

იტვირთბა....