ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს საპარლამენტო კომისია მიხეილ კალანდიას გამოკითხვას გეგმავს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი  საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე, მთავარი მოწმეები – ა.ს და მ.კ გამოიკითხებიან. ამის შესახებ ინფორმაციას უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი სოფო კილაძე ავრცელებს.

“დღეს არის ა.ს -ს და მ.კ-ს გამოკითხვა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორი არასრულწლოვნის გამოკითხვა, რომლებიც მოვლენების ეპიცენტრში იყვნენ. ჩვენ გვგონია, რომ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც ოპოზიციას აქვს და ამ არასრულწლოვნების ჩვენება იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ამ საქმეში და იმ დასკვნაში, რომელსაც კომისია გასცემს”, – განაცხადა სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან სხდომის დაწყებამდე.

მისივე თქმით, არასრულწლოვნების გამოკითხვა მოხდება ისე, როგორც ეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხითაა მნშვნელოვანი.

“მიუხედავად იმისა, მ.კ ახლა უკვე სრულწლოვანია, როცა საქმე არასრულწლოვნებს ეხება, მაინც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ფსიქოლოგის მეშვეობით მომხდარიყო მათი გამოკითხვა. ჩვენ გვინდა ამ ბავშვებს მაქსიმალურად ნაკლები სტრესი მივაყენოთ”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.

იტვირთბა....