ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

,,კასტა“ – დახვეწილი დიზაინი და ფართო არჩევანი ერთ სივრცეში

კომპანია ,,კასტა“ ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და უპირატესობა  ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის  ავეჯის მასალაზე გაამახვილა. მის ძირითად საქმიანობას ლამინირებული მერქან ბურბუშელოვანი (დსპ) და მერქანბოჭკოვანი (მდფ) ფილების იმპორტი, ჭრა და რეალიზაცია წარმოადგენს.

2013 წელს „კასტასა“ და ავეჯის მასალების მსოფლიოს ლიდერ  კომპანია ,,კრონოშპანს’’  შორის ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების ძირითადი მიზანი ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი მასალის შემოტანა იყო ქართულ ბაზარზე.

,,კრონოშპანის“ მასალა თანამედროვე სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია. ამ მასალისგან დამზადებული ავეჯის უპირატესობა კი ისაა, რომ ადვილად მუშავდება,  მტკიცეა, ნესტგამძლეა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

,,კრონოშპანის“ პირველი ქარხანა 1897 წელს ავსტრიაში გაიხსნა. მას შემდეგ კომპანიამ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში 49 ქარხანა  გახსნა. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ „კრონოშპანის“ ნებისმიერი ქარხანა ინოვაციური აპარატურით, პროფესიონალებითა და უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მასალით გამოირჩევა.

მომხმარებელმა ყოველთვის ზუსტად იცის რას და რატომ ყიდულობს. „კასტაში“ წარმოდგენილი პროდუქცია კი ყველაზე მისაღები აღმოჩნდა ნანა ყიფიანისთვის.

როგორც ქალბატონმა ნანამ აღნიშნა საავეჯე მასალებს ბავშვის ოთახისთვის არჩევდა, ეკოლოგიურ გარემოში ძილი კი მისთვის უპერველესია.

„როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ გადავიწყეთ ბავშვის საძინებელი ოთახის გარემონტება, პირველ რიგში ვნერვიულობდი იმ ეკოლოგიურ გარემოზე სადაც ბავშვს უნდა გაეტარებინა დროის უმეტესი ნაწილი.

ბევრი ვიფიქრეთ სად შეიძლებოდა ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქტის შეძენა. საბოლოო არჩევანი „კასტაზე“ შევაჩერეთ. პირველ რიგში ძალიან მომეწონა ავეჯის მასალა. ფერთა ფართო არჩევანი და დახვეწილი დიზაინი, ნებისმიერი მომხმარებლის გემოვნებას მოერგება და საბოლოოდ საუკეთესო შედეგს მოგვცემს.

ბაზარზე არსებული ფასებიდან გამომდინარე „კასტა“ ერთადერთი კომაპნია აღმოჩნდა სადაც ევროპული უმაღლესი ხარისხისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შეძენა შეიძლებოდა.

სწორედ ამ ყველაფერმა გადაგვაწყვეტინა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანისთვის შექმნილი გარემო „კასტასთვის“ მიგვენდო“ – განაცხადა ნანა ყიფიანმა.

საავეჯე მასალების კომპანია „კასტა“ ქართულ ბაზარზე არსებული ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის გარანტია  (როგორც ,,კრონოშპანის’’ უფლებამოსილი კომპანია), რომელიც მომხმარებელს მისი ფართო არჩევანითა და დახვეწილი დიზაინით საკმაოდ დიდი ხანია ანებივრებს.

იტვირთბა....