საბერძნეთში ტყის ხანძრის გაჩენის შედეგად გარდაცვლილთა რიცხი იზრდება.
როგორც “მეტრონომს” საბერძნეთში ჩასულმა ერთ-ერთმა ქართველმა დამსვენებელმა განუცხადა, დაღუპულთა რიცხვი 60-მდეა გაზრდილი.
“ცეცხლი ათენის სანაპიროზე გამთენიისას ოთხ საათზე გაჩნდა და მოედო მთელ ტყეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით დაღუპულთა რიცხი 60-მდე გაიზარდა და ძალიან ბევრ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ასევე ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას ერთ-ერთმა ქართველმა დამსვენებლმა.