BBC წითელ ჯვარზე დაყრდნობით იუწყება, რომ საბერძნეთში, ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.
არსებული ინფორმაციით, კიდევ 26 დაღუპული დღეს დილით საკურორტო რაიონი მატის პლიაჟთან აღმოაჩინეს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო 24 დაღუპულზე. ამ მომენტისთვის 69 ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია. ბევრი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ასევე მიმდინარეობს ათი ტურისტის ძებნის ოპერაცია. ადგილზე მაშველები და სახანძრო სამსახური მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ტყის ხანძარი 23 ივლის გაჩნდა.