ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საბერძნეთში ტყის ხანძარს ებრძვიან: დაიღუპა 24 ადამიანი

24 ადამიანი დაიღუპა და 69 დაშავდა საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად. საბერძნეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის დიმიტრის ძანაკოპულოსის განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი, უმეტესობა მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

მისივე თქმით, საბერძნეთის მთავრობამ სტიქიასთან ბრძოლაში დასახმარებლად სხვა ქვეყნებს მიმართა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ სიტუაცია ტყის ხანძართან დაკავშირებით კონტროლიდან გამოვიდა. მისივე თქმით, 24 ივლისის ღამე ძალიან რთული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტყის ხანძარის გაჩენის შედეგად საბერძნეთში 23 ივლისს, ათეულობით სახლი დაიწვა. სტიქიის მიმდებარე ადგილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

იტვირთბა....