ახალი ამბები მთავარი სამართალი

რატომ თქვა უარი დაცვაზე სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა

“ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ასათიანი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ კობა კობაურის ადვოკატის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც უარი თქვა კლიენტის დაცვაზე, განცხადებას აკეთებს..

მისი თქმით,დაუშვებელია ადვოკატის მხრიდან კლიენტის დაცვაზე უარის თქმა, თუმცა არსებობს გამონაკლისები, როცა არსებობს ინტერესთა კონფლიქტი.

“გვსურს გამოვეხმაუროთ საზოგადოებრივ დისკუსიას, რომელიც სმიტების ოჯახის საზარელი მკვლელობის საქმეზე ადვოკატის ჩამოშორებამ გამოიწვია. უპირველესად, აღსანიშნავია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს იურიდიული დახმარება მის მიერ არჩეულ ადვოკატთან შეთანხმების საფუძველზე, ხოლო ადვოკატის საქმიანობის უმთავრესი პრინციპია, კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობა.

რა თქმა უნდა, დაუშვებელია ადვოკატის მხრიდან დაცვის უფლების განხორცილებაზე უარის თქმა, თუმცა არსებობს გამონაკლისები, როცა ადვოკატსა და კლიენტს შორის წარმოიშობა ინტერესთა კონფლიქტი, ადგილი აქვს პოზიციების შეუთანხმებლობას ან/და მათ შორის აღარ არსებობს ნდობა. შესაბამისად, როცა უცნობია საადვოკატო დახმარების შეწყვეტის რეალური მიზეზები და ამასთან, თავად ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრთა მხრიდან ადვოკატის მიმართ პრეტენზიები არ გამოთქმულა, მიუღებელია ადვოკატის ზღვარგადასული კრიტიკა, მაშინ, როცა ადვოკატი მოკლებულია შესაძლებლობას, დაასახელოს მისი გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შგახსენებთ, 1998 წელს დაბადებული მალხაზ კობაური ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....