თბილისიდან სტამბოლში მიმავალი თვითმფრინავის ტრაპიზონში ავარიულად დაეშვა, რის მიზეზადაც ძრავში ფრინველის მოხვედრას ასახელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, მფრინავმა გამოაცხადა, რომ ძრავთან დაკავშირებული პრობლემები იყო.
როგორც ტრაპიზონში გენერალური კონსულის მოადგილემ, გიორგი ყუშიტაშვილმა თქვა, ავარიული დაშვება ფრინველების გადაფრენამ გამოიწვია. მისივე თქმით, მგზავრები სტამბოლში უკვე სხვა თვითმფრინავით გაფრინდნენ.