იმის გამო, რომ ზუგიდიდან თბილისისკენ მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი უამინდობის გამო, აგარა-გორის სარკინიგზო გადასარბენზე ტექნიკური მიზეზით გაჩერდა, მგზავრებს ბილეთის საფასურის ნახევარს დაუბრუნებენ. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს „საქართველოს რკინიგზა“.
“ქარმა და ნალექმა საკონტაქტო ხაზი გაწყვიტა. შედეგად ვერ მოხერხდა ელექტროენერგიის მიწოდება, რამაც მატარებლის მოძრაობა შეაფერხა. თანხის მისაღებად, მიმდინარე კვირის განმავლობაში მგზავრებს შეუძლიათ ნებისმიერ სალაროს მიმართონ,”- წერია განცხადებაში.
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს, შექმნილი დისკომფორტის გამო, ბოდიშს უხდის.