კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზს“ 21.3 მილიონი ლარის ღირებულების გაზსადენები საქართველოს მთავრობის განკარგულებით გადაეცა.
სახელმწიფო ქონების პრივატიზება პირდაპირი მიყიდვის ფორმით განხორციელდა. 16 ივლისითდათარიღებულ განკარგულებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს ხელს.
გაზსადენები განლაგებულია კასპის, ზუგდიდის, ლაგოდეხის, ახმეტის, გარდაბნის, ზესტაფონის, ოზურგეთისა და ონის მუნიციპალიტეტებში.
„სოკარ ჯორჯია გაზმა“ საპრივატიზაციო თანხის ნაწილი (არანაკლებ 8.52 მილიონი ლარისა) 36 თვის ვადაში უნდა დაფაროს, დარჩენილი თანხა კი 48 თვის ვადაში.