ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ყვარლის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ – გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრის დირექტორი დააკავა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

“თაღლითობის ფაქტზე, ააიპ „ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ – გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრის“ დირექტორი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომლის უფლებამოსილებაში შედიოდა ყვარლის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული „ილიას ტბისა“ და მისი მიმდებარე სკვერის მხოლოდ მოვლა – პატრონობა და არა ობიექტის განკარგვის უფლება, მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა აღნიშნული სკვერის ტერიტორიაზე კომერციული ობიექტის განთავსების უზრუნველყოფას და მფარველობას, რის სანაცვლოდ, მან მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ პუნქტებით რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით” – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

იტვირთბა....