ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ფრთხილად იყავით, აღარასოდეს დაემუქროთ ამერიკას”: ტრამპი ირანის პრეზიდენტს მიმართავს

დონალდ ტრამპი ირანის პრეზიდენტს ჰასან რუჰანის დაემუქრა თუ ის აშშ-ს მიმართ მუქარას არ შეწყვეტს.

“იცოდეთ, აღარასოდეს დაემუქროთ ამერიკას, თორემ ისეთი შედეგების წინაშე დადგებით, რომლის წინაშე არასოდეს დამდგახართ თქვენი ისტორიის მანძილზე. ჩვენ აღარ ვართ ის ქვეყანა, რომელიც მხარს დაუჭერს თქვენს ჭკუანაღრძობ სიტყვებს, ძალადობას და სიკვდილს. ფრთხილად იყავით,“ – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერზე”.

შეგახსენებთ, ირანის პრეზიდენტმა თეირანში დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას აშშ გააფრთხილა, თავი შეიკავოს ირანთან ომისგან. “გირჩევთ, ცეცხლს ნუ ეთამაშებით” – ასე მიმართა ჰასან რუჰანიმ დონალდ ტრამპს, რამაც აშშ-ს პრეზიდენტის გაცხარება გამოიწვია.

 

იტვირთბა....