სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის დედა შორენა მაზიაშვილი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას არ ეთანხმება. ამის შესახებ ინფორმაციას “პალიტრანიუსი” ავრცელებს.
“როცა ადვოკატის გარეშე დაიკითხა, ნიმუშები ადვოკატის გარეშე აუღეს,როცა ვითხოვ რომ გავიგო სადაა ჩემი შვილი და არ ვიციმ როგორც უნდათ ისე მოაწყვეს. ექსპერტიზის და ყველანაირი პასუხი გაყალბებულია ჩემი შვილის წინააღმდეგ. გამოიძიონ ნორმალურად. ვიდრე პირადად შვილს არ დაველაპარაკები, ვერ დავიჯერებ მის დანაშაულს”- განაცხადა ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დედამ შორენა მაზიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, ლორა სმიტი გაუპატიურებულია, ხოლო ბავშვი თოფის მიბჯენითაა მოკლული.
7 ივლისს ხადას ხეობაში ლორა და რაიან სმიტებიბ გარდაცვლილები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის შვილიც. მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.