ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარშალ გელოვანის გამზირზე 2 გვირაბი და გზაჯვარედინი მოეწყობა

მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის გამ­ზი­რის და მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს გზაჯ­ვა­რე­დი­ნის მო­წყო­ბის საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რი­ის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვა­ზე ტენ­დე­რი გა­მო­ცხად­და.

სა­ტენ­დერო პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, 27 ივ­ლისს და­ი­წყე­ბა და 30 ივ­ლისს დას­რულ­დე­ბა. შეს­ყიდ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი 1 500 ლა­რია. აღ­ნიშ­ნუ­ლი გზაჯ­ვა­რე­დი­ნის მო­წყო­ბის დე­ტა­ლუ­რი პრო­ექ­ტი კო­რე­უ­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო ფირ­მის DOHWA Engineering Co.,Ltd. მიერ 2018 წელს არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ინფორმაციას  “ambebi.ge” ავრცელებს.

რო­გორც სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნდა მო­ე­წყოს უშუქ­ნიშ­ნო ტი­პის გზაჯ­ვა­რე­დი­ნი, რო­მე­ლიც 2 გვი­რაბ­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც გზე­ბის გა­დაკ­ვე­თის დო­ნე­ე­ბი და­ცალ­კევ­დე­ბა. მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მოძ­რა­ო­ბის მთა­ვა­რი ნა­კა­დი, რო­მე­ლიც იმოძ­რა­ვებს ჩრდი­ლო­ე­თი­დან სამ­ხრე­თით, ისარ­გებ­ლებს მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის გამ­ზი­რით; სამ­ხრე­თი­დან ჩრდი­ლო­ე­თით მი­მა­ვა­ლი ნა­კა­დი კი მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს ქუ­ჩას გა­მო­ი­ყე­ნებს.

 

იტვირთბა....